ხშირად ხდება ცხოვრებაში ისე, რომ გვიწევს პირისპირ, თვალებში ჩავხედოთ რეალობას.. ჩემი ზღაპარიც, ბანალურ ურთიერთობად გადაიქცა. დიახ! დაკრა ღამის თორმეტმა საათმა და ჩემი ჯადოსნური სამყარო, გადაიქცა ერთი ჩეულებრივი გოგოს ცხოვრებად.. ვარდისფერი სათვალე ადგილზე აღარაა.. ცხოვრება შავ-თეთრია, უაზრო და ერთფეროვანი. მე ისევ მის გვერდზე ვარ, ჩემ მეგობარ, იმედს, კი ხელს არ ვუშვებ, არ ვაძლევ წასვლის საშუალებას. ერთადერთი რა ძალითაც ვახერხებ იმედის დაკავებას, ჯერ კიდევ ის ძლიერი გრძნობაა, რომელიც მაკავშირებს ჩემ საყვარელ ადამიანთან.
მოკლედ მკითხველებო, ჩემი რჩევა იქნება, ვარდისფერ სათვალეს გაუფრთხილდით, არ დადოთ ისეთ ადგილას რომ, ან დაგეკარგოთ ან გაგიტყდეთ. ისედაც ერთხელ ვცხოვრობთ და რაც არ უნდა ბევრად მოგვეჩვენოს 100 წელი ის მაინც ცოტაა, და დაე ვუყუროთ ამ ცხოვრებას ვარდისფრად, ცისარტყელას ფერებში.