megi gogitidze-ertad viarot / მეგი გოგიტიძე-ერთად ვიაროთ (კარაოკე)


Megi gogitidze - Ertad viarot
Am F Dm E
წამოდი, მომენდე, ერთად ვიაროთ..
ხელები ჩამკიდე, ცა შემოვიაროთ..
იმდენი ვიაროთ, რომ გავიხაროთ,
წამოდი, ქვეყანა შემოვიაროთ..
წამოდი, წამყევი,
ფრენა ვისწავლოთ.
მზეს მივუახლოვდეთ,
მზე შევიყვაროთ..
მე შენ შეგხვდები იქაც და აქაც,
წამოდი, მომენდე, ერთად ვიაროთ..

უდიდესი სიურპრიზი ქართველი სუმოისტისთვის - ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა


სუმოს ოფიციალურმა გვერდმა ივლისის ბაშოს დაწყებამდე 2 კვირით ადრე ახალი ბანძუკე გამოაქვეყნა.


რეიტინგში ოფიციალურად აისახა ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის წარმატებული გამოსვლა მაისის ბაშოზე, სადაც მან 10:5 ბალანსი აჩვენა და ახალ ბანძუკეში ის უკვე ოძეკის რანგითაა ჩაწერილი.

ბიტკოინი 12,000 დოლარის ზღვარს გადასცდა და სწრაფი ტემპებით 13,000 დოლარისაკენ მიიწევს!

 2017 წლის კრიპტობუმს თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ ბიტკოინის ფასი 10,000 დოლარიდან 20 დღეში 20,000 დოლარამდე ავიდა.

ბიტკოინმა კიდევ ერთხელ მიაღწია 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, 26 ივნისს Bitstamp exchange-ის მონაცემებით 24 საათში მისი ფასი 15%-ით გაიზარდა და 12,860 დოლარი გახდა.
ბიტკოინის ფასი სწრაფი ტემპებით იზრდება, საკითხავია შეძლებს თუ არა წამყვანი კრიპტოვალუტა ფასის ამ დონის შენარჩუნებას?

მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა

27 ივნისს "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

გარდა ამისა, ჰეიგმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და ზურაბ ჟვანიას საკითხსაც შეეხო.


არ ვჩანდი იმიტომ, რომ ტემპერატურის დამატებითი ზრდა ან გაღიზიანება არ გამოგვეწვია - გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ რვა დღე იმიტომ არ ჩანდა, რომ ქუჩაში მიმდინარე პროტესტის ტემპერატურა არ აეწია.
„არ ვჩანდი, გამომდინარე იმ პროცესებიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქუჩაში, არ გამომეწვია დამატებითი გაღიზიანება ან ტემპერატურის ზრდა“, — განაცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან.
ასევე მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ ჩანიშნა პარლამენტმა კონკრეტული თარიღი, როცა მოხსენებით მისვლა თავად ისურვა.

გახარია არ უნდა გადადგეს, მთავრობას „გაუჩალიჩეს“ ეს ყველაფერი - ხათუნა ჟორდანია

„აქციებს რაც შეეხება გეტყვით, რომ აბსოლიტურად სწორი პროტესტი იყო. მომეჩვენა რომ იყო ძალის გადამეტება, თუმცა მგონია, რომ ოპოზიცია ამწვავებდა სიტუაციას-ხათუნა ჟორდანია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

[ვიდეო] ემოციური კადრები სასამართლოში წასვლამდე, ნიკა მელია საკუთარ შვილსა და ოჯახის სხვა წევრებს-კარდგად ნიკა



ამას არავინ ელოდა - სერგეი გავრილოვი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს


 კობახიძე დამპირდა, რომ ყველაფერი “უმაღლეს დონეზე იქნება"- განაცხადა გავრილოვმა რუსული სამთავრობო ტელეარხის NTV-ს ეთერში.სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში სხდომის ჩატარების შემოთავაზება ქართული მხარისგან მიიღო. მისი თქმით, მას ესაუბრა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დაჰპირდა, რომ ყველაფერი “უმაღლეს დონეზე იქნება“.

“ჩვენ არ გვეგონა რომ რამე მოხდებოდა ორი მიზეზის გამო: არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ლიდერებმა, 



ნინი ბადურაშვილი თხოვდება! – ნახეთ როგორ გამოიყურება ნინი ბადურაშვილის უსიმპატიურესი საქმრო (ფოტოები)

მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა Instagram story-ში საზოგადოების კითხვებს უპასუხა და კითხვაზე, აპირებს თუ არა მეორედ გათხოვებას, დადებითად უპასუხა. სავარაუდოდ ეს ბიჭი მისი მომავალი საქმროა, ჩვენი ბლოგი ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს ნინის და მის ბიჭს. წარმატებები ყველაფერში…





”უმაგრესი ხარ დიანა” – ნახეთ რა გააკეთა რ2-ის წამყვანმა დიანა ჯოჯუამ აქციაზე – ნანახით გაოცებული ვარ (ვიდეო)

დიანა ჯოჯუა აქციაზე მართლაც რომ ძალიან მამაცურად მოიქცა. ის შევარდა ხალხში და სპეცრაზმელი აგრესიისგან დაიცვა. ამან ბევრ ხალხში აღფრთოვანება გამოიწვა, ეს არ არის სხვა რამე გარდა მამაცობისა…

დიანა ჯოჯუას ემოციური კადრები - როგორ იცავს სპეცრაზმელს აგრესიისგან



სკანდალური ინფორმაცია ვინ არის პირი და რითი ემუქრება ის ბიძინა ივანიშვილს?




შუშის სასახლეში, პარასკევს გამართული მძიმე შეხვედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მაშინაც ითქვა, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. ბიძინა ივანიშვილი იმ დეპუტატებს, რომლებიც ეკა ბესელიას კანონპროექტს მხარს უჭერდნენ განმარტებებს სთხოვდა.წყაროს ცნობით, ექსპრემიერმა კობახიძის მხარი ღიად დაიკავა, რასაც “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ივანიშვილს გააცნო და შეახსენა, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სწორედ “ძველებმა მოიყვანეს”.

ივანიშვილთან საუბარს ადასტურებს თავად ზაზა პაპუაშვილი, რომელიც “ნიუპოსტთან” ამბობს, ივანიშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
“მე არ ვიცი რა ინფორმაციას ეყრდნობით, რა ჩიტები გყავთ, მაგრამ საუბარი ხშირად ყოფილა, ვსაუბრობთ თემებზე, რომელიც მომავალს უფრო დაალაგებს და რაღაც ხარვეზებს გამოასწორებს. ბევრი შიგნითა საუბრები, რომლებიც გარეთ გამოდის…
თქვენ ახლა აჯაფსანდალი შემომთავაზეთ, რაც ჩამოთვალეთ ბევრ რაღაცაზე საუბარი არ ყოფილა. იყო საუბარი იმაზე, როგორ უნდა დამთავრდეს ეს მოსამართლეების დანიშვნის თემები. ეს იყო იდეების მიწოდება” – თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით “ქართული ოცნებიდან” წასვლას არ განიხილავს.
წყარო akhalitaoba.ge

ქენდის სვეინპოლის შთამბეჭდავი ფოტოსესია

30 წლის სუპერმოდელი ქენდის სვეინპოლი საოცარ ფორმაშია,









27 წლის კაცი მშობლებს უჩივის, რადგან "დაბადება არ უნდოდა"

 27 წლის ინდოელი კაცი, რაფაელ სამუელი, მშობლებისთვის ჩივილს სასამართლოში აპირებს, რადგან მას დაბადება არ უნდოდა და ამის შესახებ არც არავინ ჰკითხა. მსოფლიოში არსებობს შეხედულება ანტი-ნატალიზმი, რომლის მიხედვითაც ბავშვის დაბადებას ბევრი ნეგატიური მხარე აქვს. "მინდა ვუთხრა ყველა ინდოელ ბავშვს, რომ ისინი ვალში არ არიან მშობლებთან. მე ძალიან მიყვარს მშობლები და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მათ გამაჩინეს მათივე გართობისა და სიამოვნებისთვის", - თქვა რაფაელ სამუელმა. 27 წლის კაცი ინდოეთში ჩამოყალიბებული მოძრაობის წევრია, რომელშიც თვლიან რომ ბავშვები არ უნდა იბადებოდნენ ნების საწინააღმდეგოდ. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ არ ძულთ ბავშვები, "უბრალოდ თვლიან, რომ უნდა შეეძლოთ თავად გადაწყვიტონ - უნდათ დაბადება თუ არა". რაფაელ სამუელს თავისი Facebook გვერდი და იუთუბ არხიც აქვს, სადაც პოსტებსა და ვიდეობს ამ თემასთან დაკავშირებით აქტიურად წერს.

გამიტყდა ვარდისფერი სათვალე...

ხშირად ხდება ცხოვრებაში ისე, რომ გვიწევს პირისპირ, თვალებში ჩავხედოთ რეალობას.. ჩემი ზღაპარიც, ბანალურ ურთიერთობად გადაიქცა. დიახ! დაკრა ღამის თორმეტმა საათმა და ჩემი ჯადოსნური სამყარო, გადაიქცა ერთი ჩეულებრივი გოგოს ცხოვრებად.. ვარდისფერი სათვალე ადგილზე აღარაა.. ცხოვრება შავ-თეთრია, უაზრო და ერთფეროვანი. მე ისევ მის გვერდზე ვარ, ჩემ მეგობარ, იმედს, კი ხელს არ ვუშვებ, არ ვაძლევ წასვლის საშუალებას. ერთადერთი რა ძალითაც ვახერხებ იმედის დაკავებას, ჯერ კიდევ ის ძლიერი გრძნობაა, რომელიც მაკავშირებს ჩემ საყვარელ ადამიანთან. 
მოკლედ მკითხველებო, ჩემი რჩევა იქნება, ვარდისფერ სათვალეს გაუფრთხილდით, არ დადოთ ისეთ ადგილას რომ, ან დაგეკარგოთ ან გაგიტყდეთ. ისედაც ერთხელ ვცხოვრობთ და რაც არ უნდა ბევრად მოგვეჩვენოს 100 წელი ის მაინც ცოტაა, და დაე ვუყუროთ ამ ცხოვრებას ვარდისფრად, ცისარტყელას ფერებში.
მე ვარ რაღაც, მოსიარულე არსება. მომწონს ისტორიები, რომლებსაც ბოლო არ აქვთ. მიყვარს ბუშტების გაბერვა წვენში.ვხატავ და ვწერ (როცა მომეხოშება)

***

დღეს ომი დასრულდა… ომი რომელიც წლების წინ დაიწყო… რომელშიც სრულიად ჩავერთე (ჩავეშვი) და წლების შემდეგ… გავაცნობიერე ის რომ… მე დავმარცხდი… ყველაფერი ნელნელა აისახა: შევიცვალე… აგრესია… გონებაგაფანტულობა… უძილობა… ნერვოზი… და ასე შემდეგ..
ვერ აგიღწერ… ვერ გადმოსცემ ბოლომდე თუ რა მდგომარეობაა ეს… სხეული და სული რომ გტკივა ერთად… რომ ეძებ გამოსავალს ვალების დასაფარად… და ძალიან ძნელი რომ არის…
რომ გაწუხებენ… დაგვიფარე მალეო… დღეში ათამდე ზარი… სხვადასხვა ნომრებიდან და ა.შ…
აი ესეთი ომი გამოვიარე მე…
აქამდე უბრალოდ… ვფიქრობდი იმას რომ შეიძლებოდა რაიმე პატარა ბერკეტი მაინც მქონოდა…
რომ ამ ყველაფრიდან ამოვსუჯლიყავი მაგრამ ყველაზე მთავარი ბერკეტი ამისათვის თავის დანებებაა… იმიტომ რომ რაც უფრო მივყევი და შევყევი ამ ყველაფრს… მით უფრო მეტად მივხვდი იმას რომ… ჭაობში ვიძირებოდი…
ეხლაც მაგ ეტაპზე ვარ…
ეხლაც უნდა ამოვიდე…
უნდა ამოვიდე საბოლოოდ და საერთოდ არ გავიხედო…
მისკენ…
ცხოვრება გრძელდება…
ბევრი სახე ალეწილი რამე მახსოვს…
ბევრი ისეთი მომენტიც როდესაც ძალიან სიცივეში გარეთ გამწარებულზე სიცხე მაწუხებდა…
ძნელია…
ძალიან…
მაგრამ შევძლებ…
დღეის შემდეგ…
არ არსებობს არაფერი ჩემთვის…
მაგ მხრივ…
და არც იარსებებს…
ეკლესიაში ჩავალ…
მალე…
ახალი ცხოვრება იწყება დღეს…
და ყველაზე მთავარი იცი რაზე მწყდება გული..?
ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს ვკარგავ…
ყველაფერს მაკარგვინებს ეს ომი…
და მალე მალე მალე…
უნდა დამთავრდეს…
დამთავრდა…
წავაგე…
აზრი არ აქვს…
ჭიდილს..
ჩემი რჩევა იქნება…
გაჩერდი უბრალოდ…
შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე ის…
იცოდე ეს…
დაიბრუნე საკუთარი თავის რწმენა და…
ამოისუნთქე…
სხვანაირად შეხედავ ცხოვრებას ამის შემდეგ…
სულ სხვანაირად…
ომი - კაზინოსთან…
დამთავრდა…
დავმარცხი…
დღეს…

უჩვეულო ფიქრი...

ღამით უჩვეულო ფიქრი ამეკვიატა… რა იქნება რომ ერთ დღესაც მატარებელი აღარ შემოვიდეს სადგურში… თავისი ეშხიანი მდიდრული ხმით… მთასავით რომ მოდის და ძალიან ბევრი ადამიანიასთვია რომ ეს მხოლოდ რკინის ტონიანი კონსტრუქციაა… რომელმაც უნდა გადაიყვანოს… აქედან იქეთ… პირიქით… ჩვეული რეალობა…
დროა ავდგე…
ნელნელა ვდგები… 
ფანჯრებიდან ფარდება ვწევ და ამინდს ვუყურებ… 
სინოფთიკოსის მზერით… 
ჩემთვის ვაკეთებ პროგნოზს… მხოლოდ ჩემს თავთან… ხმამაღლა კი… და მხოლოდ მე მესმის… ან ვინ გაიგებს ჩემს გარდა… მარტო მე ხომ
ვცხოვრობ სახლში… მე და ჩემი ძაღლი… რომელიც სადგურზე გავიცანი… და მას შემდეგ წლებია ერთად ვართ…
ჩაის ვსვამ…
კარადას ვაღებ… 
ჩანთაში ნელნელა ვაწყობ პეჩენიებს… საღეჭ რეზინებს… შოკოლადებს… ათას წვრილმანს კიდევ და მივდივარ ნელნელა… მივდივარ ბაქანისაკენ…
ზუსტად 7 წუთი მჭირდება მისასვლელად… 
რამდენჯერ დამიწყია თვლა…
რამდენჯერ ამ გზაზე… 
რამდენი ფოთოლი ვამოვარდნილა და რამდენჯერ გამოუსხავთ კვირტები ხეებს არც კი მახსოვს…
მზე ახალი ამოსულია…
ამ პერიოდში უფრო მაქვს მუშაობა… 
ზაფხულში… 
ხალხი დასასვენელად როდესაც ჩამოდის… 
და მეც მიხარია…
მივედი… 
მივესალმე ადამიანებს რომლებიც იქ მუშაობენ… სადგურში…
მივესალმე და ნელნელა დავიწყე ჩემი გასაყიდი პროდუქციის ამოლაგება…

დღეს ცდას ჩავატარებ აბა… 
ამ შოკოლადს აქეთ დავდებ… 
ამ ვაფლს ცოტა ზევით…
წყლით სავსე ბოთლს შუაში…
ვნახოთ… 
იქნებ უფრო მეტი ვაჭრობა მქონდეს… 
ესეც ვიქცევი და მეცინება… 
ისევ მჯერა ამ ცრურწმენების… ისევ…

მალე შემოვა… 
ხმა ისმის… 
ეს რა ღირს..? 
1 ლარი… 
ეს..? 
60 თეთრი…

ფული… 
ხურდა…
რამდენიმე წუთი… 
ათიოდ… 
ნავაჭრი…
გადაუთვლელი… 
სახლში დავითვლი…
მატარებელი დაიძრა და დატოვა სადგური…
შემდეგი რამდენიმე საათში შემოვა… 
მანამდე სახლში გადავალ…
7 წუთი სულ… 
სულ რაღაც…
და ვფიქრები:
რა იქნება ერთ დღესაც მატარებელი რო არ შემოვიდეს სადგურში..? 
რა იქნება..?

პასუხის გაცემაც კი მიჭირს…
ძაღლი მომყვება… 
მზეა…
მატარებელი…
სადგური…
რომ აღარ შემოვიდეს..? 
რომ აღარ..?

ნაბიჯები…

💥ყველაზე გაყიდვადი და ფასდაკლებული💥


💥ყველაზე გაყიდვადი და ფასდაკლებული💥
Top ბუსჰალტერები
🔹 https://goo.gl/PbYHEs
🔹 https://goo.gl/vjgeUi
🔹 https://goo.gl/4JECzQ
🔹 https://goo.gl/Hbb1p2
🔹 https://goo.gl/6R6joS
🔹 https://goo.gl/fpacde
----------------------------------------------------
🔴ქეშბექი / Cashback 15% ⬇️
➡️ #Epn - https://goo.gl/z2US2o
🌐#instagram https://www.instagram.com/aliexpress_geo/
🌐#blogspot https://aliexpressgeo.blogspot.com/
🌐#tumblr https://aliexpressgeo.tumblr.com/
🌐#facebook https://www.facebook.com/AliexpressGeorgiaShop

----------------------------------------------------
#Aliexpres #shop #shopping #online